ევროკავშირის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები დღეს ტელეკონფერენციას გამართავენ, სადაც ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის ფერფლის გამო დახურული აეროპორტების გახსნის საკითხებს განიხილავენ.
ამის შესახებ რადიოსადგური "ეხო მოსკვი" იუწყება.
მათი ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით ევროპის ქვეყნებს ფრენები სრულად ჯერ კიდევ არ განუახლებია.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, კი დღეს ტელეკონფერენციის შემდეგ სავარაუდოდ ჰოლანდიის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცე გაიხსნება.
აღსანიშნავია, რომ დიდმა ავაკომპანიებმა დაადგინეს, რომ ვულკანის ფერფს უარყოფითი გაველა არ აქვს და აღარც ისეთი საშიშია ფრეებისთვის. ამის გათვალისწინებით კი ავაიკომპანიები საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ნებართვას ითხოვენ.
ამასთან, ავსტრიამ დღეს დილით საჰაერო სივრცე გახსნა, რომელიც რამდენიმე დღეა ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო დახურული იყო.