ესპანური ელ-კლასიკო კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა. ბარსელონამ მადრიდის რეალი 2:1 დაამარცხა. ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე ჟერემი მატიემ გახსნა, რასაც 31-ე წუთზე რონალდუმ უპასუხა. გადამწყვეტი ბურთი 56-ე კასილიასის კარში ლუის სუარესმა შეაგდო. სამეფო კლუბის დამარცხების შემდეგ კატალონიელები 68 ქულით სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობენ. მეორე ადგილზე 64 ქულით რეალია, მესამე პოზიციას კი 60 ქულით ვალენსია იკავებს.