თბილისის გრან-პრიზე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა გამოსვლა ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ასპარეზობაზე ორ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ჩემპიონები ბექა ღვინიაშვილი და ლევან მატიაშვილი გახდნენ, რომლებმაც ვალერი ლიპარტელიანსა და ადამ ოქრუაშვილს მოუგეს. თბილისის გრან-პრის ვიცე-ჩემპიონი უშანგი მარგიანი გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა დაისაკუთრეს.