მილანის ინტერი ევროპის ლიგას გამოეთიშა. მერვედფინალური შეხვედრა გერმანულ ვოლფსბურგთან მილანელებმა სახლში წააგეს. შეხვედრის 24-ე წუთზე მასპინძელთა კარში ბურთი დანიელ კალიჯურიმ გაიტანა, რასაც 71-ე წუთზე როდრიგო პალასიომ უპასუხა, 89-ე წუთზე კი მილანელთა კარი ნიკლას ბენდტნერმა აიღო. სხვა შეხვედრებში სევილიამ ვილიარეალი 2:1 დაამარცხა, ბელგიურმა ბრიუგემ კი გასვლაზე ბეშიკტაშს მოუგო. მეოთხედფინალური შეხვედრების კენჭისყრა ნიონში (შვეიცარია) დღეს გაიმართება.