მიკი რურკი მორიგ ორთაბრძოლას კრივში ზაფხულში გამართავს. 62 წლის მსახიობს პარტნიორი ჯერ არ შეურჩევია, თუმცა ყოფილ მოწინააღმდეგეებთან განმეორებით შეხვედრაზე ის სავარაუდოდ უარს იტყვის. გასულ წელს ამერიკელი მსახიობი მოსკოვში გამართულ ასპარეზობაზე თანამემამულე ელიოტ სეიმურს შეხვდა და ნოკაუტით მეორე რაუნდში დაამარცხა. მოგვიანებით სეიმურმა განაცხადა, რომ ამისთვის მას 15 ათასი დოლარი გადაუხადეს.