გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტის "დარგე ხე - გაამწვანე შენი გარემო" ფარგლებში დღეს გამწვანების აქცია ვაზისუბანში მოეწყო.
რაიონის მოსახლეობის თხოვნით, 92-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიჭვის, კიპარისის, საპნის ხისა და ნეკერჩხლის 200-ზე მეტი ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციაში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაზისუბანში ზურაბ გაჩეჩილაძემ მიიღეს მონაწილეობა.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, 2009-2010 წელს 500 000-მდე ნერგი დაირგო.