ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების წარმომადგენლებმა ზნაურის რაიონ სოფელ ბალთაში საბრძოლო მასალების საწყობი აღმოაჩინა.
ამის შესახებ სააგენტო "რესი" ცხინვალის ე.წ. უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
"ამ დროისთვის საბრძოლო მასალები ამოღებულია და მათი შესწავლა მიმდინარეობს. საწყობიდან ტანკსაწინააღმდეგო ყუმბართმტყორცნის ყუმბარები, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, "მუხა" და საზენიტო დანადგარებია აღმოჩენილი.
მათი შეფასებით, აღნიშნული იარაღი 2008 წლის ომის შემდეგ არის დარჩენილი.
შემთხვევის ადგილზე სამუშაოებს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავებთან ერთად რუსი მესაზღვრეებიც აწარმოებენ.