რედინგი ინგლისის თასის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალურ შეხვედრაში რედინგელებმა ბრედფორდ სიტის 3:0 მოუგეს. გოლები მეტოქის კარში რობსონ-კანუმ, მაკლირიმ და მაკიმ გაიტანეს. შეხვედრის 63-ე წუთზე რეფერიმ უხეშობისთვის მოედნიდან სტუმართა გუნდის მცველი ფილიპ მორაიში გააძევა, რის გამოც ბრედფორდელებს შეხვედრის დასრულება 10 კაცით მოუხდათ. ნახევარფინალში რედინგი ლონდონის არსენალს შეხვდება.