მათ, ვისაც საფრანგეთი არმოსწონთ, შეუძლიათ ქვეყანა დატოვონ. ასე ეხმაურება საფრანგეთის „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი საფეხბურთო კლუბ „პარი სენჟერმენის“ თავდამსხმელის სკანდალურ განცხადებას. ბორდოსთან წაგებული თამაშის შემდეგ მსაჯებზე განაწყენებულმა ზლატან იბრაგიმოვიჩმა საფრანგეთი აუგად მოიხსენია და განაცხადა, რომ ქვეყანა „პარი სენ ჟერმენის“ მსგავს კლუბებს არ იმსახურებს, რისთვისაც მან საჯაროდ ბოდიშის უკვე მოიხადა.