მანჩესტერ იუნაიტეტის თავკაცი მადრიდის რეალის ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას ცდილობს. გამოცემა მირორის ინფორმაციით ალექს ფერგიუსონი მადრიდში იმყოფებოდა, სადაც რონალდუსთან ერთად ივახშმა. მანჩესტერელთა მწრთვნელმა პორტუგალიელ ვარსკვლავს სავარაუდოდ კლუბში დაბრუნება შესთავაზა. რონალდუ იუნაიტეტის შემადგენლობაში 2003-2009 წლებში თამაშობდა. 2009 წელს კი ის მადრიდის სამეფო კლუბმა 80 მილიონ ფუნტად შეიძინა.