ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ვაჟი ავარიაში მოყვა. 15 წლის მიკ შუმახერი ლაუზიცრინგის ავტოდრომზე ტრასიდან გადავიდა და ბარიერს შეეჯახა, თუმცა ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა. ამჟამად უმცროსი შუმახერი ფორმულა 4-ის ასპარეზობებში დედის გვარით(ბეტჩი) იღებს მონაწილეობას, რასაც იმით ხსნის, რომ მამის ჩრდილში ყოფნა არ სურს. უფროსი შუმახერი კი რეაბილიტაციის კურსს შვეიცარიაში, საკუთარ სახლში გადის. თხილამურებით სრიალისას მან თავის უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვე კომაში გაატარა.