თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მიმდინარე "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" IV ტურის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებსა და რუსეთის ნაკრებს შორის პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 6:0.
სტადიონზე სრული ანშლაგია. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს მე-19 მატჩი იმართება.
18 მატჩიდან 16-ში გამარჯვება ქართველ მორაგბეებს დარჩათ, ერთხელ რუსებმა მოიგეს, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.