რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ჩოგბურთელი ინდიან-უელსის ღია პირველობას გამოეთიშა. თეიმურაზ გაბაშვილმა პირველ წრეში არგენტინელ ხუან მონაკოსთან წააგო. შეხვედრა ანგარიშით 2:6, 6:3, 3:6 დასრულდა. მეორე ტურში მონაკო ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 5,4 მილიონ დოლარს შეადგენს.