თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები კვლავ შეჩერებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს~ აეროპორტში განუცხადეს.
ფრენა ვეროპის ქალაქებში თბილისად უკვე მეორე დღეა არ ხორციელდება, გაუქმდა, რიგის პარიზისა და სხვა ქალაქების მიმართულებით ავიარეისები, ასევე ერვოპიდან საქართველოში მომავალი რეისებიც.
ამასთან, თბილისის საერთასორისო აეროპორტიდან იგვიანებს კიევის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისებიც.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი ფერფლის ღრუბელის გამო საჰაერო სივრცეში შექმნილი პრობლემების მიზეზით, თბილისიდან სახელმწიფო დელეგაცია ვერც პოლონეთში მიფრინავს, სადაც ხვალ კრაკოვში, პოლონეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი უნდა დაკრძალონ. დახურულია პოლონეთის საჰაერო სივრცეც.