"პარი სენ ჟერმენის" ლიდერი ზლატან იბრაგიმოვიჩი მოედნიდან მისი გაძევების ეპიზოდს იხსენებს. "როდესაც წითელი ბარათი დავინახე, ვიფიქრე, რომ მსაჯმა თვითონაც არ იცოდა, რას აკეთებდა, მაგრამ ყველაზე მეტად ჩელსის ფეხბურთელების საქციელმა გამაოგნა. 11-ვე მათგანი ჩემს გარშემო შემოიკრიბა. ისინი ახალშობილი ბავშვებივით იქცეოდნენ,"-განაცხადა იბრაგიმოვიჩმა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში პარიზელებმა 31-ე წუთიდან კაცნაკლულებმა ითამაშეს, თუმცა ლონდონელებმა მათი დამარცხება ვერ შეძლეს. შეხვედრა 2:2 დასრულდა და მეოთხედფინალში "პარი სენ ჟერმენი" გავიდა.