ჩელსი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ლონდონელებმა პარი სენჟერმენთან 2:2 ითამაშეს, რაც მეოთხედფინალში გადასასვლელად არ ეყოთ. 32-ე წუთზე მოედნიდან პარიზელთა ლიდერი ზლატან იბრაგიმოვიჩი გააზევეს, თუმცა 10 კაცით დარჩენილმა სენ ჟერმენმა 81-ე წუთამდე კარი მშრალად შეინახა. შეხვედრის დასრულებამდე 9 წუთით ადრე პარიზელთა კარი კეჰილმა აიღო, რასაც 5 წუთში დავიდ ლუისმა უპასუხა. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. დამატებით დროში ჩელსი აზარის პენალტით დაწინაურდა, თუმცა ტიაგო სილვამ ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა.