დღეს, 17 აპრილს, ნიკარაგუის დელეგაცია სეპარატისტულ აფხაზეთს დატოვებს. გამგზავრებამდე დელეგაციის წევრები ახალ ათონს მოინახულებენ.
16 აპრილს ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამუელ სანტოს ლოპესმა გვირგვინებით შეამკო სოხუმის ცენტრში მდებარე "დიდების მემორიალი", რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ სეპარატისტთა და დაქირავებულ ბოევიკთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დაიდგა.
ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ სერგეი ბაღაფშს, ე. წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიას შეხვდა.
აფხაზეთის ე .წ. პარლამენტში ნიკარაგუის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ კი სამუელ სანტოსისა და მაქსიმ ღვინჯიას ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ნიკარგაუის დელეგაცია 13 აპრილს ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის წევრებს შეხვდა, რის შემდეგაც 15 აპრილს აფხაზეთში გაემგზავრა.