პარი სენ ჟერმენის თავდამსხმელმა ზლატან იბრაგიმოვიჩმა სტოკჰოლმში ყოფილი ევანგელისტური ეკლესია შეიძინა. ფეხბურთელი მე-19 საუკუნის ნაგებობაში აპარტამენტების მოწყობას აპირებს. ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა იბრაგიმოვიჩმა 4,7 მილიონ ევროდ იყიდა. სტოკჰოლმის გარდა ფეშენებლური სახლები იბრაგიმოვის მშობლიურ მალმაში, ნიუ იორკსა და ფლორიდაშიც აქვს.