სამუელ ეტოო ევროპის ტოლერანტობის მედლით დააჯილდოვეს. კატალონიური "ბარსელონასა" და ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ფორვარდი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი რასიზმსა და დისკრიმინაციასთან შეურიგებელი ბრძოლისთვის გახდა. 2005 წელს, როდესაც ეტოო "ბარსელონას" ღირსებას იცავდა, "სარაგოსას" გულშემატკივრებმა ის რასისტული გამოხდომით შეურაცხყვეს. ფანები მთელი თამაშის განმავლობაში მაიმუნის ხმით სკანდირებდნენ და ეტოოს მიმართულებით მიწის თხილს ისროდნენ, რის შემდეგაც ფეხბურთელმა გადაწყვიტა მასშტაბური ანტიდისკრიმინაციული კამპანია წამოეწყო.