ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეამ საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც აპრილშია დანიშნული შესაძლოა კვლავ დააყენოს რუსეთის წინაშე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უარყოფის საკითხი.
"მით უფრო, რომ სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იქნება ანგარიში 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში ომის შესახებ", _ აცხადებს სლუცკი.
მისივე თქმით, 19-20 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის მომხსენებლები მათიას იორში (უნგრეთი) და დევიდ უილრიში (დიდი ბრიტანეთი) მოსკოვში ჩავლენ.
"მათი ვიზიტის ძირითადი მიზანი მომავალი ანგარიშის მომზადებაა 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის მომხდარი ომის შედეგებზე, რომელიც აპრილის სესიაზე უნდა იყოს განხილული", _ აცხადებს სლუცკი და აღნიშნავს, რომ რუსული მხარე "ემზადება იმისათვის, რომ მაქსიმალურად საფუძვლიანად გასცეს პასუხი მათ კითხვებს, იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული დესტრუქციული მიდგომები".
ხოლო რაც შეეხება რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების მოთხოვნას, სლუცკის თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის მომხსენებლებთან შეხვედრისას რუსი პარლამენტარები კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ მათთვის ამ მოთხოვნის მიუღებელ ხასიათს.