19 აპრილს, 09:00 საათზე, სასტუმრო'"ქორთიარდ მარიოტში" ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი, დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის სავაჭრო სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) სემინარის გახსნას. დაგეგმილია მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გამოსვლაც.
აღნიშნული სემინარისა და კონსულტაციების მიზანია, სამთავრობო, სავაჭრო ასოციაციებისა და მწარმოებელი კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ სოფლის მეურნეობის დარგში აშშ-ის იმპორტის სტანდარტებს.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია სექტორული შეხვედრები და საწარმოებში ვიზიტები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში თემაზე: "როგორ გავზარდოთ საქართველოს ექსპორტი სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში და როგორ დავაკმაყოფილოთ აშშ-ის იმპორტის სტანდარტები და მოთხოვნები".