იტალიის ტასის ნახევარფინალურ შეხვედრაში იუვენტუსმა წარუმატებლად ითამაშა. ტურინელები ფიორენტინასთან სახლში დამარცხდნენ. შეხვედრის მე-11 წუთზე ანგარიში სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა გახსნა, რასაც 24-ე წუთზე ფერნანდო ლორენტემ უპასუხა. 56-ე წუთზე კი სალაჰმა დუბლი მიითვალა. განმეორებითი შეხვედრა ფლორენციაში 7 აპრილს გაიმართება.