ბარსელონა და ატლეტიკო ესპანეთის თასის ფინალური მატჩის გამართვას მადრიდის რეალის სტადიონზე მოითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ბარსას პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ და ატლეტიკოს თავკაცმა ხოსუ ურუტიამ კონსულტაციები უკვე გამართეს. მათი თქმით, ფინალისთვის სანტიაგუ ბერნაბეუს სტადიონი იდეალურია, რადგანაც ის 80 ათასამდე გულშემატკივას იტევს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რეალის ხელმძღვანელობა საკუთარ სტადიონზე ფინალური მატჩის გამართვის წინააღმდეგია. ესპანეთის თასის ფინალი 30 მაისს გაიმართება.