საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ზედამხველობას ეფექტურად ახორციელებს. ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ-ენს~ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, კრიზისის შემდგომ ეროვნული ბანკი ამ კუთხით შესაბამის დასკვებს გამოიტანს და მას თავის პოლიტიკაში ასახავს.
~დღეს მთელი მსოფლიო დგას ერთ აზრზე, რომ ფინანსურ ინსტიტუტეებს უფრო მკაცრი რეგულირება სჭირდება, რომ უფრო ახლოს და უფრო სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი, ზოგადად რას საქმიანობს კომერციული ბანკები~, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, საქართველოში საბანკო ზედამხედველობა ძალიან ეფექტურია, თუმცა გუშინ გამართული კოფერენციაზე საუბარი შეეხო იმას, რომ უფრო ეს უფრო მაღალ ხარიხში უნდა აიუყვანონ ქვეყნებმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს რეგიონის ქვეყნებს შორის კრიზისი ყველაზე ნაკლებად დაეტყო, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მონეტარული და ფისკალური თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯები გახდა.
საბანკო ზედამხედველობის დახვეწასა და გაუმჯობესების საჭიროებასა და მნიშვნელობაზე 15 აპრილს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს. კონფერენცია კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში დაკრედიტების ზრდის თემას მიეძღვნა.