ანა ივანოვიჩი მონტერეის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა დაძაბულ ბრძოლაში ფრანგი პოლინ პარმანტიე დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 6 წუთს გაგრძელდა და სერბის გამარჯვებით, ანგარიშით 6:3, 6:2 დასრულდა. მეოთხედფინალში ივანოვიჩი ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი დაუპირისპირდება. ტურნირის საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს.