"ფინიკს სანსის" ცენტრი ალექსეი ლენი 20 ათასი დოლარით დააჯარიმეს. ამის მიზეზი NBA-ს ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი გახდა. მეტოქე გუნდის, "მაიამი ჰიტის" კალათბურთელს, ჰასან ვაიტსაიდერს ლენმა ხელი ჰკრა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. რეფერიმ ორივე კალათბურთელს მოედანი დაატოვებინა, რის შემდეგაც სპეციალურმა კოლეგიამ მათ განაჩენი გამოუტანა. სოლიდური ჯარიმის გადახდა დაზარალებულ ვაიტსაიდერსაც დაეკისრა. ის 15 ათას დოლარს გადაიხდის.