სეპარატისტულ აფხაზეთში ნიკარაგუას დელეგაცია ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. დელეგაციას ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი ხელმძღვანელობს. ვიზიტი სამდღიანია.
ნიკარაგუელი სტუმრების ვიზიტის მიზანი აფხაზეთსა და ნიკარაგუას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაა.
"აფხაზეთმა და ნიკარაგუამ დიპლომატიური ურთიერთობები 2009 წლის სექტემბერში დაამყარეს. მანაგუაში ჩვენი ვიზიტის დროს ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ", _ აცხადებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ნიკარაგუას პრეზიდენტი დანიელ ორტეგა სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი პირველი ხარისხის "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა, საგარეო საქმეთა მინისტრი ლოპესი კი მეორე ხარისხის "ღირსების ორდენით".
ჯილდოების გადაცემისას ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი მადლობელია ნიკარაგუას მხარდაჭერით და ეს ჯილდოები მან ნიკარაგუას ხალხს გადასცა "აფხაზეთის დამოუკიდებლობის" აღიარებისას გამოჩენილი მამაცობისათვის.