კატალონიური ბარსელონას ნახევარმცველი ხავი კლუბს სავარაუდოდ სეზონის ბოლოს დაემშვიდობება. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელი კარიერას ნიუ იოკ სიტიში გააგრძელებს. მოლაპარაკებები ამერიკული კლუბის ხელმძღვანელობასთან ხავიმ უკვე გამართა. ნიუ იორკულ კლუბში მისი ყოფილი თანაგუნდელი დავიდ ვილიაც თამაშობს, ზაფხულში კი კლუბს ჩელსის ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდიც შეუერთდება.