საქართველოში მიმდინარე წლის მარტში უცხოეთიდან 81.8 მლნ აშშ დოლარი მოცულობის ფულადი გზავნილი შემოვიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აღნიშნული მაჩვენებლი 21.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 35.0 პროცენტით აღემატება 2009 წლის მარტში გზავნილების მოცულობას.
ამ პერიოდში ფულადი გზავნილები მოცულობა მნიშვნელოვნად, 13.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა რუსეთიდან, საბერძნეთიდან - 2.2 მლნ აშშ დოლარით, უკრაინიდან - 1.6 მლნ აშშ დოლარით, აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90 პროცენტი იმ 8 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც მსგავსი გზავნილების მოცულობა მარტში 1 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. იმავე 8 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთლიანი გზავნილების 89.1 პროცენტი მოდიოდა.
კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში რუსეთიდან საქართველოში 45.2 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, აშშ-დან 6.2 მლნ აშშ დოლარი, უკრაინიდან და საბერძნეთიდან - 5.9 აშშ მლნ დოლარი, ხოლო იტალიიდან - 4.6 მლნ აშშ დოლარი.
საქარველოდან კი, მარტში საზღვარგარეთ 7.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 6.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.