იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრა რომასა და იუვენტუსს შორის საყაიმო ანგარიშით დასრულდა. შეხვედრის 64-ე წუთზე რომას კარში გოლი კარლოს ტევესმა გაიტანა, 78 წუთზე კი ანგარიში სეიდუ კეიტამ გაათანაბრა. შეხვედრის მეორე ნახევარი მასპინძლებმა 10 კაციანი შემადგენლობით დაასრულეს. 62-ე წუთზე რეფერიმ უხეში თამაშისთვის მოედნიდან ვასილის ტოროსიდისი გააძევა. დაკარგული 2 ქულის მიუხედავად, იუვენტუსი 58 ადგილით ჩემპიონატის ლიდერია, მეორე პოზიციას კი 49 ქულით რომა იკავებს.