რაფაელ ნადალმა თავის კარიერაში 65-ე ტიტული მოიპოვა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ბუენოს-აირესის ღია პირველობა მოიგო. ტურნირის ფინალში მან არგენტინელი ხუან მონაკო ანგარიშით 6:4, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. ტურნირის საპრიზო ფონდი 500 ათას დოლარს შეადგენდა.