იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სტადიონებზე რასიზმის გამოვლინების ფაქტები არ აღიკვეთება, ფიფა რუსეთის საფეხბურთო კავშირს სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ მსოფლიოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა."რასიზმი ის პრობლემაა, რომელსაც რუსეთის სტადიონებზე მუდმივად ვაწყდებით. ამიტომ, ამ მხრივ მუშაობა უნდა გააქტიურდეს. თუ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება, იძულებულნი გავხდებით, სანქციების დაწესებაზე ვიფიქროთ,"-აღნიშნა ბლატერმა.