ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ "90-იანი წლების ლოზუნგი "საქართველო ქართველებისთვის!" დღეს კვლავაც ისევე ყვავის როგორც სააკაშვილის რეჟიმი".
ოპოზიციური მოძრაობა "თეთრების" ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადების კომენტირებისას ჩოჩიევი აცხადებს, რომ შაშიაშვილს ახალი არაფერი უთქვამს, მაშინ როდესაც განაცხადა, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ოსი ეროვნების მოქალაქეები აღმოსავლეთ საქართველოში ტოვებენ კომპაქტური ჩასახლების ადგილებს.
"ყოველივე სათავეს იღებს ჯერ კიდევ 1989 წლიდან, მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი დააყენეს ლოზუნგის ქვეშ "საქართველო ქართველებისთვის!" საქართველოდან რომ 100 ათასზე მეტი ოსი ეროვნების მოქალაქე გამოყარეს ამაზე საქართველოს მრავალი პოლიტიკური პარტიის ლიდერი საუბრობდა. მათ შორის განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას ნინო ბურჯანაძესაც აქვს გაკეთებული. მოკლედ 90-იანი წლების ლოზუნგი "საქართველო ქართველებისთვის!" დღეს კვლავაც ისევე ყვავის როგორც ყვავის სააკაშვილის რეჟიმი", _ აცხადებს ჩოჩიევი.
ამას გარდა, მისივე თქმით, შაშიაშვილი საქართველოს სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისაგან განსხვავებით ერთადერთია ვინც გაბედა სიმართლის თქმა აგვისტოს მოვლენებზე.
"სამწუხაროდ, ასევე ყვავის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და არც ერთი დასავლური ქვეყანა, რომელმაც ყოველივე ეს შაშიაშვილზე ნაკლებად როდი იცის ხმას არ იღებს და ამას არ გმობს. იმიტომ რომ ეს დასავლეთის პირმშოს, სააკაშვილის რეჟიმის დარტყმა იქნება და იგი მათ ჯერ სჭირდება ამიტომაც დუმან", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მასალის გამოყენების პირობები