საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონიტორინგის განყოფილება შეიქმნა.
როგორც ~ჯი-ეიჩ-ენს~ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, ახალი სტრუქტურული რგოლის ჩამოყალიბების მიზანი ~საქსტატის~ მიერ მიღებული პირველადი ინფორმაციის გადამოწმებაა. რეგულარულად შემოწმდება ~საქსტატის~ ინტერვიუერების მიერ წარდგენილი სტატისტიკური კითხვარები, რომლის დამუშავების საფუძველზე კონკრეტული კვლევის ინდიკატორი ქვეყნდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ყოველთვიურად ან ყოველკვარტალურად აქვეყნებს მონაცემებს შინამეურნეობების კვლევის შედეგებზე, შრომის ბაზართან დაკავშირებით, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის და სხვა საკითხებზე. კითხვარების შევსებას ~საქსტატის~ მიერ დაქირავებული 700-მდე ინტერვიუერი უზრუნველყოფს.
"მონიტორინგის ძირითად მიზანს ყველა კვლევიდან მიღებული პირველადი ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება და სანდოობის გაზრდა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ინტერვიუერების მუშაობის გადამოწმება აუცილებელია, ვინაიდან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სტატისტიკური მონაცემების ხარისხი "_ განაცხადა ~საქსტატის~ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ.
აპრილიდან მონიტორინგის განყოფილება ყველა მიმდინარე კვლევასა და ინტერვიუერს ეტაპობრივად შეამოწმებს. შემოწმების პირველი ეტაპი MჩG-თან ერთად ჩატარდება. თითოეული მონიტორინგის განხორციელების შემდეგ შესაბამისი ანგარიში მომზადება და რეკომენდაციები შემუშავდა. დარღვევევის შემთხვევაში კი, ინტერვიუერები პასუხს კანონის შესაბამისად აგებენ.