ჰოლანდიელი გულშემატკივრების მორიგი რასისტული გამოხდომა. ფეინოორდის ფანებმა რომას ფერადკანიან ფეხბურთელს, ჟერვინიოს ბანანი ესროლეს. ამის გამო არბიტრმა შეხვედრა რამდენიმე წუთით შეაჩერა, თუმცა მატჩი მალევე განახლდა. ევროპის ლიგის 1/16 ფინალი იტალიური კლუბის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.