ნიკარაგუის დელეგაცია აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლბთან ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი გვირგვინებით შეამკობს სოხუმის ცენტრში მდებარე "დიდების მემორიალს", რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზურ კონფლიქტად წოდებულ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ სეპარატისტთა და დაქირავებულ ბოევიკთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დაიდგა.
ამასთან, დაგეგმილია ნიკარაგუას საგარეო საქმეთა მინისტრი სამუელ სანტოს ლოპესი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშთან, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასთან და აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიასთან.
დღის მეორე ნახევარში კი დაგეგმილია აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ნიკარაგუის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრა, რის შემდეგაც სამუელ სანტოსისა და მაქსიმ ღვინჯიას ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
17 აპრილს კი, გამგზავრებამდე, დელეგაციის წევრები ახალ ათონს მოინახულებენ.
შეგახსენებთ, რომ ნიკარგაუის დელეგაცია 13 აპრილს ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის წევრებს შეხვდა, რის შემდეგაც 15 აპრილს აფხაზეთში გაემგზავრა.