ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული გაზის გაყიდვაზე აუქციონი მესამედ გამოაცხადა.
აუქციონზე 1 000 000 მ3 მოცულობის გაზი გაიყიდება. გაზის მიწოდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე სოფელი პატარძეულში არსებულ საზომ პუნქტში განხორციელდება. აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა 1 000 მ3 გაზზე 205 აშშ დოლარად გაიმართება.
აუქციონი 20 აპრილს ჩატარდება. მასში ის მონაწილე გაიმარჯვებს, რომელიც 1 000 მ3 გაზის შესაძენად კორპორაციას სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტ ფასს შესთავაზებს.
გაზის გაყიდვაზე პირველი აუქციონი 15 მარტს გამოცხადდა, მაგრამ განცხადებების არარსებობის გამო ჩაიშალა.