ეროვნული ბანკის 7-დღიან #15 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხის განაცხადი ერთ კომერციულ ბანკს დაუკმაყოფილდა. საშუალო შეწონილი განაკვეთი 5 პროცენტით განისაზღვრა.
დღესვე, ეროვნულ ბანკში 91-დღიანი #15, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები ხუთმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 3.50 პროცენით, მაქსიმალური 5.42 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.25 პროცენტით განისაზღვრა.