ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გუშინ ადგილობრივი კომერციული და სახელმწფო ბანკების ხელმძღვანელბთან შეხვედრა გამართა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო სექტორში შექმნილი კრიტიკული ვითარება განიხილეს.
ხაჯიმბამ ბანკების ხელმძღვანელებს თხოვა, ყველა ღონეს მიმართონ, რათა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.
,,ვითარება მძიმეა. ჩვენ გვაქვს ეროვნული ბანკი, შიგნით მჯდომი ხალხით, რომელიც მხოლოდ შენობის ფუნქციას ასრულებს. ჩვენ გვაქვს კომერციული ბანკები, რომლებიც რეფინანსირდებიან ეროვნული ბანკისგან, მაგრამ აფხაზეთში საბანკო სისტემა არ არსებობს."- განაცხადა ხაჯიმბამ აფხაზ ბანკირებთან შეხვედრისას.
ოკუპირებული აფხაზეთის ეროვნული ბანკის თავმჯდომარემ ბესლან ბარათელიამ აღნიშნა, რომ საბანკო სისტემის განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ კრედიტების გაუსტუმრებლობაა.
,,აუცილებელია, შევიმუშაოთ კრედიტის დაბრუნების მექნიზმები. გაუსტუმრებელი კრედიტების ოდენობა დღეისთვის მილიარდ რუბლს აღწევს. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბები საბანკო სისტემის მუშაობას აფერხებს. საჭიროა ყველა სტრუქტურის კოორდინაციული ამოქმედება, რათა ეროვნულმა ბანკმა ვითარების გამოსწორება შეძლოს. მარტო ამ პრობლემას თავს ვერ გავართმევთ." - აღნიშნა ბარათელიამ.