რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, ,,რუსეთსა და აფხაზეთს შორის ,,საზღვრის გაუქმება" ხატოვანი გამოთქმაა", რომელიც საზღვრის გადაკვეთის უფრო კომფორტულ პირობებს გულისხმობს.ამის შესახებ,ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,როცა საუბრობენ საზღვრის გაუქმებაზე, ეს არის ხატოვანი გამოთქმა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახდეს, რაც ასევე, ჰუმანიტარული კონტაქტების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას გულისხმობს." - აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა რომ მოსკოვი ყოფილი საბჭოეთის სივრცეში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მექანიზმების გამარტივებას ყველა მიმართულებით გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები