ზუსტად 90 წლის წინ, 1925 წლის 16 თებერვალს სოხუმში თამბაქოს ფაბრიკა ამოქმედდა, რომლის ნაწარმიც მთელ საბჭოთა კავშირში პუპულარობით სარგებლბდა და საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაშიც საკმაოდ დაფასებული იყო.
დღისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში თამბაქოს წარმოება გაჩერებულია.
თამბაქოს კოლექციის შენახვაზე აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანაშსრომლები ზრუნავენ. კოლექცია თამბაქოს დაახლოებით 500 სახეობას მოიცავს.
მათ შორის ყველაზე გავრცელებული სახეობებია ,,სამსუნ-115," ,,სამსუნ-117" და ,,სამსუნ-აფსნი."
,,კოლექციის შესანარჩუნებლად ჩვენ თამბაქოს სხვადსხვა სახეობას ყოველწლიურად ვთესავთ და თავიდან მოგვყავს. თუ შეკვეთა შემოგვივა, მურველი ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოვამარაგოთ თამბაქოს თესლით.
აფხაზეთისთვის ეს ძალიან მომგებიანი სფეროა, მით უმეტეს დღეს, როცა კარგი ხარისხის თამბაქო დიდ იშვიათობას წარმოადგენს." - განაცხადა აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში თამბაქოს ექსპერიმენტალური მეურნეობის დირექტორმა ანატოლი ბარციცმა.
მასალის გამოყენების პირობები