ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განმარტებით, ყველა ის პირობა, რაც ,,რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული ახალი ხელშეკრულებით" არის გათვალისწინებული, აუცილებლად შესრულდება.
ამის შეხაებ მან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,,მინდა გავაწბილო ისინი, ვინც ამბობდა, რომ რუსეთმა შეიძლება ის დაპირებები ვერ შეასრულოს, რაც გასულ წელს აფხაზეთის მიმართა გაახმოვანა. ყველა დაპირება შესრულდება. ჩვენი პენსიებიც გაიზრდება და ჩვენს ხალხს ხელფასიც მოემატება." - აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ.
მისივე თქმით, მალე ისეთი პროექტებიც ამოქმედდება, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ეწვია, რომელიც აფხაზებს მათ მიერ აღებული ყველა ვალდებულების შესრულებას დაპირდა.