საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საწარმოთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, იგი მანამდე ამავე სამინისტროში გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი იყო.
რაც შეეხება სააგენტოს ყოფილ უფროსს ავთანდილ შერმადინს იგი პირველ აპრილს გათავისუფლდა. როგორც სამინისტროში განმარტავდნენ, შერამადინმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გასული წლის სექტემბერში, მან აღნიშნული სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ვანო ბერაძე შეცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შერმადინის თანამდებობიდან წასვლა კონტროლის პალატის მიერ საწარმოთა მართვის სააგენტოში ჩატარებული აუდიტის შედეგების გამო მოხდა. აუდიტის შედეგად სააგენტოში სახელმწიფო საწარმოების მართვის თვალსაზრისით დარღვევები იქნა აღმოჩენილი.