რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი გუშინ ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სოხუმში ჩავიდა.
ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები დაადასტურა და აღნიშნა, რომ პუტინმა გადაწყვეტა, არ შეამციროს ის თანხები, რაც აფხაზეთის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული.
რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ დღეს რუსეთში არასახარბიელო ვითარებაა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირება მიმდინარეობს.
სურკოვის თქმით, მიუხედავად ამისა, ისინი აღებულ ვალდებულებებს არ გაურბიან.
,,ჩვენ პასუხს ვაგებთ რუსეთის მიერ აღებულ ძველ ვალდებულებებზე და ახალზეც, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებული ახალი ხელშეკრულებით არის განმტკიცებული." - განაცხადა მან.
პუტინის თანაშემწის ვიზიტის ფარგლებში, ხაჯიმბას ადმინისტრაციის საგანგებო სხდომაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში განსახორციელებელ საინვესტიციო პროგრამაზეც იმსჯელეს, რომელიც 2015-17 წლებში სხვადსხვა ობიექტის მშენებლობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები