მსოფლიოში ნედლ ნავთობზე მოთხოვნა წელს, გასულ წელთან შედარებით, დღეში 0,9 მლნ ბარელით გაიზრდება და 85,21 მლნ ბარელს მიაღწევს. ამის შესაცენ საქრათველოს ნავთპობროდუქტების მწარმოებელთა კავშირის ინფორმაციით, მსოფლიო სანავთობო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ნავთობის ექსპოერიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) ყოველთვიურ მოხსენებაშია ნათქვამი.
მოხსენების თანახმად, ნავთობის მოპოვება ოპეკის არაწევრ ქვეყნებში დღეში 0,5 მლნ ბარელით გაიზრდება და 51,53 მლნ ბარელს მიაღწევს; ~ოპეკის~ ნავთობზე მოთხოვნა კი, წელს დრეში 0,1 მლნ ბარელით, 28,8 მლნ ბარელამდე შემცირდება.
მიდმინარე წლის მარტში ერაყის გარდა, ~ოპეკის~ წევრ ქვეყნებში ნავთობის მოპოვება დღეში 82,6 ათასი ბარელით გაიზარდა და 26,823 მლნ ბარელს მიათწია.
ოპეკის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები ამჟამად 82 მლნ ბარელით აღემატება ბოლო 5 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ საშუალო სეზონურ მაჩვენებელს.
~ოპეკის~ ექსპერტთა შეფასებით, 2010 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 3,5 პროცენტზე დაფიქსირდება.