ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე წელს შიდა პაპსორტები შეიცვლება და მათთან ერთად ,,ბინადრობის უფლების" დამადასტურებელი მოწმობის გაცემაც დაიწყება.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ განაცხადა.
,,აფხაზეთის მოქალაქის" პაპსორტი მწვანე, ხოლო ,,ბინადრობის უფლების" დამადასტურებელი მოწმობა წითელი ფერის იქნება.
შამილ აძინბას თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პასპორტების შეცვლა 2016 წლისთვის დასრულდება.