ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის სამედიცინო დაზღვევის პოლისს მიიღებენ
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანძორ გოოვმა პრეს-კონფერენციაზე ეკრებილ აფხაზ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პოლისის შემოღებას რუსეთისა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის დასადები ხელეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს.
,,ხელშეკრულების დადების შემდეგ, აფხაზი პაციენტები რუსეთში უფასო სამედიცინო დახმარების მიღებას შეძლებენ." - აღნიშნა გოოვმა.
მისი განცხადებით, სადაზღვევო პოლისების გაცემის მექანიზმები მას შემდეგ შემუშავდება, რაც აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტრო რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან აღნიშნულ შეთანხმებას ხელს მოაწერს.
მასალის გამოყენების პირობები