მონეტარული პოლტიკის განაკვეთი 5 პროცენტზე შენარჩუნდა. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
როგორც კომიტეტეში აღნიშნავენ, 2009 წლის ბოლო კვარტალში, წელიწადნახევრიანი რეცესიის შემდეგ, პირველად მშპ-ს წლიური ზრდა დაფიქსირდა, რომელმაც 0.4 პროცენტი შეადგინა. მიმდინარე წლის მარტში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.8 პროცენტი შეადგინა.
კომიტეტეში მიიჩნევენ, რომ ინფლაციის დინამიკა არსებულ პროგნოზებთან შესაბამისობაშია. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლები კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და საშუალოვადიან პერიოდში 6 პროცენტის ფარგლებში იქნება.