საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მომდევნო თვეებში ბანკების მხრიდან დაკრედიტების ზრდას ელის.
როგორც კომიტეტეში აღნიშნავენ, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტებაში ზრდის ტენდენცია აღინიშნა.
~მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სესხების ზრდა შედარებით ნელი ტემპით ხდება, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში საბანკო სისტემა საკრედიტო ბაზარზე უფრო გააქტიურდება~, - აღნიშნულია კომიტეტის განცხადებაში.
ამასთან, მიმდინარე წლის აპრილში 30 პროცენტს აღემატება M3 და M2 ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპი. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ეს ძირითადად ბოლო თვეების განმავლობაში დეპოზიტების ზრდის შედეგია. დეპოზიტების ზრდა კი, მეტწილად ვადიან დეპოზიტებზე მოდის.