კავკასიის, ცენტრალური აზრიისა და ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში დაკრედიტების ზრდასთან დაკავშირებით, სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში~ საერთაშორისო კონფერენეცია მიმდინარეობს.
კონფერენციაზე, რომელშიც 12 სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობენ, მსოფლიო საფინანსო პოლიტიკის ტენდენციებსა და კრიზის შემდგომ მომქედებათა გეგმებს განიხილავენ.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ნოადგილემ დევიდ ოუენმა განაცხადა, კონფერენცია საუბარი შეეხო იმას, თუ რა მოხდა რეგიონში ბოლოდროინდელი საკრედიტო ბუმისა და მისი ვარდნის შემდგომ. ამის შესაბამისად, კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები გაძლიერდება მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სექტორებში.
კონფერენციაზე ქართულ მხარეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წარმოადგენს.
მისი თქმით, საქარველოსთვის მნიშვნელოვანი თემაა, რომელზე საუბარი კონფერენციის ფარგლებშიც მიმდინარეობს, ლარიზაცია და ასევე დაკრედიტების ზრდაა.
~მაღალი დოლარიზაცია მონეტარული პოლიტიკის წარმართვისა და მსესხებელბის რისკიანობის თვალსაზრისით მასშტაბური პრობლემაა. ჩვენ ლარიზაციის მასშტაბურ პროგრამაზე ვმუშაობთ, სადაც ჩვენი მთავარი ამოცანა, კრედიტებისა და ანაბრების ლარში დენომინირება იქნება. ეს ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია~, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
კონფერეცია, რომელიც ეროვნული ბანკის ორგანიზებით მიმდინარეობს, დღესვე დასრულდება. მასში ქართული კომერციული ბანკების წარმომადგენლები და საბანკო ექსპერტებიც მონაწილეობენ.
18:00 საათზე კი, კონფერენციის მონაწილეები ~ქორთიარდ მარიოტში~ პრესკონფერენციას გამართავენ.